დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება ერთადერთია, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებს არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

მისივე თქმით, არც ერთი ქვეყანა თავს უფლებას არ აძლევს, ჯარით მანიპულირება მოხდეს.

„მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია და ასეთი ტყუილებით საუბარი. მეორე მხრივ, ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს. მითუმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი თავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხში. თუნდაც, თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატა მხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა