ანრი ოხანაშვილი - ამორალურია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჰააგის სასამართლოში ქართველების გასამართლების საკითხი დგას დღის წესრიგში

ტყუილი და აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დღის წესრიგში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქართველების გასამართლების საკითხი დგას - განცხადებები ამის თაობაზე ამორალურია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, 2012 წლიდან მოყოლებული “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან ინტენსიურად იმუშავა და საქმე მტკიცებულებებით გამართა.

“ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესი, ჩვენი იმ სამოქალაქო პირების ინტერესი, ვის წინააღმდეგაც დანაშაული განხორციელდა. ტყუილი და აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენი ხელისუფლება რამე ფორმით ქართველების გასამართლებას ცდილობს - ეს არის აბსურდი, წამოუდგენელი რამ. ჩვენი ინტერესია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ჯარისკაცები, რომელთა წინააღმდეგაც დანაშაულებრივი ქმდებები განხორციელდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ ზოგად პრინციპზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, “თუ სასამართლო ხედავს, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში ნებისმიერი პირი შეიძლება მიეცეს“.

“იუსტიციის მინისტრმა ზოგადი პრინციპი გააჟღერა. ჩვენ რა, გვაქვს რამე ილუზია, რომ ჩვენ რამე დანაშაული ჩავიდინეთ?! ჩვენ ამ საკითხს არ ვსვამთ! ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ ჩვენი მოქალაქეების, ჯარისკაცების, მშვიდობიანი პირების მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი დანაშაულები: გენოციდი, ადამიანის წამება და ასე შემდეგ. ჩვენ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ვთანამშრომლობთ, რათა ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, საერთაშორსო დონეზე მოვთხოვოთ და ვაგებინოთ პასუხი. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში უამრავი მტიცებულების მოპოვება მოხდა, უამარავი მტკიცებულება “დამაგრდა“ ჰააგის სასამართლოში წარსადგენად, რაც 2008-20012 წლამდე ვერ მოხერხდა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვან, რა მტკიცებულებები აქვთ “დამაგრებული“ მათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო