თეიმურაზ გორჯესტანი - მუქარის მიუხედავად გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რომ როგორც ქართველმა კაცმა, დედაჩემი დავიცვა

გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, ვიყო დედაჩემთან და დავიცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს.

მისი თქმით, გასულ კვირას, მან, დედამისმა და მისმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მიიღეს, თუმცა ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო გადაწყვიტა ჩამოსულიყო თბილისში, რომ დაიცვას დედა.

„ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, რადგან ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში თეიმურაზ გორჯესტანი.

იხილეთ ვიდეო: ამ მუქარის გამო ჩამოვედი თბილისში... ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ქართველი კაცი ვიყო დედაჩემთან და ის დავიცვა - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ვიდეომიმართვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა