სერგეი ლავროვი - აშშ ცდილობს რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეკავებას

აშშ ცდილობს რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეკავებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე და ცდილობს მსხვილი რუსული კომპანიები ბაზრიდან განდევნოს. „გასაგებია, რომ კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე განაგრძობს ზრდას, ხოლო რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდება. ამის მიზანი მკაფიოა: მოხდეს მსხვილი რუსული კომპანიების ბაზრიდან განდევნა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეკავება. განსაკუთრებულ გულმოდგინებას ამ მიმართულებით აშშ აჩენს. შანტაჟი და ულტიმატუმები აშშ-ს სავიზიტო ბარათი გახდა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ თვით აშშ-ს მოკავშირეებთან მიმართებაში“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი განაგრძობს თანამშრომლობის განვითარებას თანამოაზრე პარტნიორებთან. „მაქსიმალურად გამოვიყენებთ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს. დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგში კი განვაგრძობთ თანმიმდევრულ ხაზს, რომელიც მიმართულია სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების დეპოლიტიზაციაზე. ეს ეხება ჩვენს ურთიერთობებს აშშ-სა და ევროპასთან“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა