დავით ზალკალიანი - ჩვენი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!

ჩვენი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და ის სპეკულაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, ძალიან სახიფათოა. ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე იურიდიული საკითხია. უამრავი მასალაა საქართველოს მხრიდან მთავარი პროკურორის ოფისისა და ჰააგის სასამართლოსადმი მიწოდებული. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს ქართველებთან, განსაკუთრებით კი ქართველ სამხედროებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურ საქმიანობას ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამას მუდმივად ხელს ვუწყობთ და ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ამ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გამოყენება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს