კარლ ჰარცელი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების წარმატებით განხორციელებას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კარლ ჰარცელმა მისასალმებელ სიტყვაში 21 ნოემბერს ბრუსელში დაგეგმილ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელში მონაწილეობას საქართველო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. ევროკავშირი ცხადად აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უვიზო რეჟიმს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს და რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში. საქართველო გამოირჩეოდა, როგორც სანდო პარტნიორი და წვლილი შეჰქონდა კრიზისის მართვაში, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.

21 ნოემბერს ბრუსელში დაგეგმილი შეხვედრა მართლაც უნიკალურია, რადგანაც საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ ევროკომისრებთან, არამედ თავმჯდომარესთან ერთად იქნება წარმოდგენილი. შემდეგ კვირას დაგეგმილი შეხვედრა შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ განხილული იყოს და შეთანხმდეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები. ამ შეხვედრის ლოგიკა იქნება ის, რომ საქართველომ თავისი ამბიციები წარმოადგინოს, ხოლო ევროკავშირი დაინახავს, როგორ შეუძლია დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ მხრივ. ევროკავშირი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიც არის პროფესიული გადამზადება, ეკონომიკური რეფორმები, ვაჭრობა და სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს