ქეთევან ციხელაშვილი - ვიმედოვნებ, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალი მხარდაჭერა მატერიალიზდება იმით, რომ მეტი ხელშეწყობა ექნება ნდობის, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის წახალისების პროექტებს

ვიმედოვნებ, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რომელიც არაერთ რეზოლუციაში გამოითქვა, მატერიალიზდება იმით, რომ მეტი ხელშეწყობა ექნება ნდობის, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის წახალისების პროექტებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსის” შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტი “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციამ დადებითად შეაფასა, მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტით გამყარებული ახალი სამშვიდობო ინიციატივაა, რომელიც მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

“ეს არის ძალიან მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტით გამყარებული ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც არაერთ მიმართულებას მოიცავს, რაც პირველ რიგში სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ახლა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმპლემენტაციის გეგმაზე. ბევრი საკანონმდებლო აქტი მოდის შესაბამისობაში კანონის მიხედვით უკვე საკანონმდებლო ცვლილებებთან და მალე მთელი ეს მექანიზმი იქნება სრულად გამართული, როგორც საკანონმდებლო, ისე ინფრასტრუქტურული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი პარტნიორების ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რომელიც არაერთ რეზოლუციაში გამოითქვა, ასევე მატერიალიზებული იქნება იმით, რომ მეტი ხელშეწყობა ექნება ნდობის, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის წახალისების პროექტებს. ეს არის ჩვენი ამოცანა”,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

14 ნოემბერს ევროკავშირმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ძალისხმევა, დიალოგი აწარმოოს რუსეთთან და ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა