საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის ულრიკ ტიდესტრომის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან გარემოში ჩატარდება. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
“დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ვარ. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა არის ის, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და მეორე ტური ჩატარდება მშვიდობიან გარემოში”,- აღნიშნა მან.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.