გიორგი ქობულია - მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ახალციხეში ადგილობრივ მცირე მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ქობულიამ მათი საწარმოები დაათვალიერა, კერძოდ: დარეჯან ინასარიძის მიერ გახსნილი კერძო საბავშვო ბაღი (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ), ნინო ვარდიძის ვეტ-კლინიკა (თანადაფინანსების თანხა: 5000 ლ) და ამხანაგობა „ფანტაზიის“ საკონდიტრო საწარმო (თანადაფინანსების თანხა: 15000 ლ).

„მიხარია, რომ დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი დახმარებით წარმატებას მიაღწიეს, თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ყველა ბენეფიციარი ახალციხეში თავის სეგმენტში წარმატებით საქმიანობს. მათ თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით შეძლეს თავიანთი ბიზნესებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა, ასევე შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოქმედი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. პროგრამა მუშაობს როგორც ახალი ბიზნესების ხელშეწყობის, ასევე უკვე არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების კუთხით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს