კიევში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება

17 ნოემბერს უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ფორუმი გაიმართება, რომელშიც უკრაინის 14 საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ორგანიზაციის რიგითი წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს. სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს.

"ფორუმზე განხილული იქნება რეგიონების ქართულ სათვისტომოებში ბოლო დროს არსებული სიტუაცია, კერძოდ, “ორკაციანი“ ე.წ. „ქართული დიასპორული“ ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომელიც სწორედ რომ თითო-ოროლა კაცის პირად თუ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და არა საზოგადოებრივ ინტერესებს, ხელს უწყობს ქართველების დაქსაქსულობას. განხილული იქნება ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში არსებული გარკვეული ქართული „საცეკვაო ანსამბლების“ ხელმძღვანელთა არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის საკითხი, რაც იწვევს ქართული ცკვისა და სიმღერის უხეშად დამახინჯებას.

გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონებში ჩატარებულ სამუშაოზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე, ქართული დიასპორის როლსა და სამშობლოში მიმდინარე პროცესების, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ", - აცხადებს შამუგია.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ 28 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საკითხს. დიასპორის წარმომადგენლები მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ფორუმი 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება და მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა