ანა დოლიძე - ჰააგასა და ბოსტონში კი არა, აქვე დიღმის მასივსა და დიდ დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელია თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა შექმნა ის სასამართლო, რომელიც არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, რომელიც გასულია მომსახურების არიდან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მზად არის, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს შეხვდეს და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე ისაუბროს. „მე ეს განცხადება თავიდანვე ცინიკურად გავაკეთე და მივესალმე, რომ ბატონი ვაშაძე შემოუერთდა ჩვენს ძალიან დიდხნიან მოთხოვნას, რომ თეა წულუკიანი გადადგეს. მე პირადად ეს მოთხოვნა არაერთხელ დამიყენებია და არა ომთან და ჰააგასთან მიმართებაში, არამედ სანამ ჰააგაში წახვალ, მანამ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, დაინტერესდნენ, რა ხდება ქართულ სასამართლოებში. მე ვარ პრეზიდენტის მიერ დანიშნული და მზად ვარ, ორივე კანდიდატს შევხვდე, რომ პირადად ვუთხრა, რასაც მანამდე ვამბობდი და კიდევ ერთხელ ის მოთხოვნა გავიმეორო, რომ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია სასამართლოში, რომელიც არ არის შორს, ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჰააგაში და ბოსტონში კი არა - აქვე დიღმის მასივსა და დიდ დიღომში, პასუხისმგებელია პირველ რიგში, თეა წულუკიანი. მან შექმნა ის სასამართლო დღეს, რომელიც არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, რომელიც გასულია მომსახურების არიდან. მან შექმნა სასამართლო სისტემის სახედ ლევან მურუსიძე, ადამიანი, რომელიც ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა ფეხზე და შემდეგ ბერკეტები გადასცა. ეს არის ადამიანი, რომელსაც გამოსაცდელი ვადა დეკემბერში უმთავრდება და მან უნდა გადაწყვიტოს, მოუნდება თუ არა უვადოდ დანიშვნა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია თეა წულუკიანი. სანამ ჰააგაზე ვისაუბრებდეთ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატს ერთი-ორი სიტყვა იმ საკითხზეც ეთქვა, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი ხანია დგას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძე - "ჰააგასა და ბოსტონში კი არა, აქვე დიღმის მასივსა და დიდ დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელია თეა წულუკიანი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო