ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობა პრემიერმინისტრმა შეითავსა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ავიგდორ ლიბერმანის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის მოვალეობის შესრულება თავად გადაწყვიტა. ამის შესახებ „როიტერი“ მმართველი პარტიის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუ კოალიციაში თავის ძირითად პარტნიორს ნაფთალ ბენეტს შეხვდა, რომელმაც პრემიერს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

14 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა პროტესტის ნიშნად დაჯგუფება „ჰამასთან“ ზავის გამო თანამდებობა დატოვა. ლიბერმანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ტერორის წინააღმდეგ კაპიტულაცია უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა