გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე - ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი

ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბევრ შეცდომას უშვებს, მათ შორისაა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა.

„28 ნოემბერს არჩევნების დანიშვნით გასაგებია, რომ რაღაც ლოგიკას დებდნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმხელა პოლიტიკური დანაკარგია, ის 200 ხმა არაფერს წყვეტს. არ ვიცი მჩხიბავმა ურჩია თუ ნათელმხილველმა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო შეცდომა და ამის გარდა, ძალიან ბევრი შეცდომები აქვთ. ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი. არ ვიცი ასეთი რამ მსოფლიოში თუ არსებობს. აქამდე მივედით, სხვა თუ არაფერი წიგნში წერია, რა შეიძლება და რა არა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი"- გია ხუხაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო