ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამ მრავალფეროვნების დაცვით უნდა მივაღწიოთ სამოქალაქო იტეგრაციასა და საერთო კეთილდღეობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მან დამსწრე საზოგადოებასა და თითოეულ მოქალაქეს ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში გვაქვს მყარი ტრადიციები, რომლებიც ტოლერანტობაზე მეტია.

„ქართულ ენაში არის სიტყვა „შემწყნარებლობა“, რომელიც ძალადობასა და მიუღებლობას გამორიცხავს და ურთიერთპატივისცემას ნიშნავს. დღეს ჩვენი სამოქალაქო იტეგრაციის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე თანასწორი იყოს და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ძალიან მარტივი არითმეტიკაა - ჩვენს ქვეყანას სწრაფი გავითარება და თითოეული მოქალაქის ნიჭისა და უნარის რეალიზება სჭირდება, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი იყოს. ამიტომ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, თავი დაცულად და თანასწორად იგრძნოს.

„მინდა ეს გზავნილი გავაჟღერო მავთულხლართებს იქით, იზოლაციაში მოქცეული მოქალქეებისათვის. მათ არსებული ვუთარების გამო კარგად იციან თუ რას ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხის პირობებში ცხოვრება. ყველამ კარგად ვიცით თუ რა ხდება იქ რუსული ოკუპაციის პირობებში და მინდა აქედან მათ კიდევ ერთხელ შევუთვალო, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მრავალფეროვნების დაცვით მივაღწიოთ სამოქალაქო იტეგრაციასა და საერთო კეთილდღეობას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, დოპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA) დ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს