14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან. გარკვეული მონაკვეთი, დაახლოებით 200 კვმ პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვული. ადგილზე იმყოფებიან 14 წლის წინ, 2004 წლის პირველ ნოემბერს გორში გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები.

მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დეტალებზე გაუჩინარებული ბავშვის მშობლები და ნათესავები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და ვარაუდობენ, რომ ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაკარგული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფლად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და, შესაბამისად, სამძებრო ღონისძიებებიც აქ მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ საღამოსვე პოლიციის ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა, რა დროსაც შესაძლოა სამართალდამცველებს ბრალდებული ნებიერიძეც ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ადგილზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. უცნობია, მოხერხდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობისას გაუჩინარებული ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა