თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ.-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ნაცნობებთან - 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19- 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - ცხელ კვალზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ერთი პირი მოკლა, მეორე კი დაჭრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა