ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, არამდგრადი ამინდი საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში იქნება ძლიერი თოვა. მისივე თქმით, ღამით თოვდა სტეფანწმინდაში, გუდაურში, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრზე მეტია. დილიდან თოვს ბაკურიანში, თუმცა, დღის ბოლოსთვის საქართველოში ნალექი შეწყდება.

დღესვე თბილისში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 18–20 მეტრი იქნება.

დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; შიდა ქართლში – 3 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში –10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 - დან +7 გრადუსამდე იქნება; ხოლო მაღალმთიან რაიონებში –5 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალიდან 21 ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10–15 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9–14 იქნება; თბილისში +12–14 გრადუსი დაფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო: ამაღამ წვიმა, ძლიერი ქარი აღმოსავლეთში, თოვლი და ყინვა ღამით მთაში - რომელი ნოემბრიდან და რამდენი დღით გამოიდარებს საქართველოში?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა