გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს ახორციელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსასიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდირებული არ არის. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის I ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +9, +14°; მთაში +3, +8°; მაღალმთაში 0, +5°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის I ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.

18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლი სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17- 22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +1, +6°, ზოგან -3°-მდე.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3°, დღისით +11°.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე აგრძელებს მონიტორინგს. ისინი შეაფასებენ ზვავსაშიშროების რისკს, რის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია.

იხილეთ ვიდეო: გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მონიტორიგს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ახორციელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო