წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ხაშურის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილი პროექტები მოსახლეობას კომპანიის მენეჯმენტმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან, სიმონ ნოზაძესთან და ქალაქის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთდ გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია. სასმელი წყლის ქსელის 90% კი ამორტიზებული, მოსახლეობას წყალი საშუალოდ ექვსსაათიანი გრაფიკით მიეწოდება.

შეხვედრისას, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მოსახლეობას იმ სამუშაოების მოცულობაზე ესაუბრა, რომელსაც კომპანია ქალაქის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. ამჟამად საპროექტო მომსახურების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,კომპანია პროექტს ამზადებს და ვფიქრობ, იანვრის ბოლოს დავასრულებთ ამ კუთხით მუშაობას. ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლოსთვის დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე მოვიძიეთ დონორი კომპანია და სრულფასოვნად შევუდგებით საქმიანობას, რომ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოვუგვაროთ,“- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

„პროექტის დასრულების შედეგად, 28 000-მდე ადამიანი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქს გამართული წყალარინების ქსელი მოემსახურება. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კომპანიის მენეჯმენტმა მოსახლეობის კითხვებს ამომწურავად უპასუხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა