17 ნოემბერს, „ბიბლუსსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის დაგეგმილი მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, ამავე დღეს ფეხბურთელებთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების დღის განრიგში შეტანილი ცვლილებების გამო, ვერ შედგება.
მათი ინფორმაციით, გულშემატკივართან შეხვედრის ახალი დეტალები საქართველოსა და ყაზახეთის შორის წლის ბოლო ოფიციალური მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი.
„შეხვედრასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გულშემატკივარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „ბიბლუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით მიიღებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს გიხდით შექმილი უხერხულობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.