გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებები დღესაც გრძელდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებები გრძელება. პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები კულტურისა და დასვენების პარკში ამჟამადაც იმყოფებიან. მათი განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, მათ შორის ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც, ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო: გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა