ინტერპოლის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი სახელდება

ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი, რუსი ალექსანდრე პროკოპჩუკი ინტერპოლის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ალექსანდრე პროკოპჩუკი 2011 წლიდან რუსეთის შს სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელია, ხოლო 2016 წლიდან კი ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტია.

მისი კონკურენტი აღნიშნულ პოსტზე ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანგი იქნება. ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები ოთხშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი ჩინელი მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პეკინმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი დაკავებულია და მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იმავე დღეს ინტერპოლმა მენ ჰუნვეი თანამდებობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა