საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საფრანგეთის მასშტაბით საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ სოციალურ ქსელებში შეიქმნა.

ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების ბლოკირებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი 10-15%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელი კი 24%-ით. 1 ლიტრი საწვავის ფასი ხშირად 1,6-1,7 ევროს აღემატება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საწვავის ფასი 70%-ით ნავთობზე მსოფლიო ფასებითაა განპირობებული.

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთის მთავრობისგან ასევე მოითხოვს საწვავზე გადასახადების შემცირებას.

საფრანგეთის შს მინისტრმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ავტომაგისტრალების ბლოკირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს