ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება ბრალი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 დოლარს სძალავდა. ა.გ. მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“, „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი და 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა