სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო დაპირება, რომ ხვალ ვიყო ყველას პრეზიდენტი - ესე იგი, დავივიწყო ყველა ცილისწამება და მუქარა

ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ხვალ ვიყო ყველას პრეზიდენტი, - ამის შესახებ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ხვალ ვიყო ყველას პრეზიდენტი. ესე იგი, უნდა დავივიწყო ყველაფერი, ყველას ცილისწამება, ყველა მუქარა ჩემი და ჩემი შვილების მიმართ, ყველა უსამართლობა, რაც იყო ნათქვამი არა მხოლოდ ჩემზე. ვის გაახსენდა არ ვიცი, მაგრამ ამ დილით წავიკითხე ბაბუაჩემზე წერდნენ, თურმე თარგმნა იტალიური ნოველა ქართულად და სათაურად ჰქონდა „ქაჯი“. ეს თურმე საქილიკო საქმეა, მაგრამ მე ვთვლი, რომ საამაყოა, რადგან დიდი ხნის წინ ევროპული ლიტერატურა შემოჰქონდა საქართველოში. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და შემოვიყვანთ ევროპულ ლიტერატურას და ჩვენ გავალთ ევროპაში. სულ ვამბობთ, რას მოგვიტანს ეს მთავრობა, ან ის მთავრობა, ან ევროპა, ან რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვთქვათ, გვეშველება. ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, თუნდაც იმ ტოლერანტობაზე, რაც საქართველოში გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა