სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე - კარგად ვიცი, ვისი მომხრეა - ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გააზიარა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტო, რომელსაც რიცხვი 48 ეწერა და დააწერა "მადლობა".

იხილეთ ვიდეო: "იყო ხუმრობა, რაც თქვენგან ძალიან შორს არის..." - როგორ ახსნა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხატია ბუნიათიშვილის ფილმის პოსტერის გაზიარება?

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა