სანდრა რულოვსი - მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები

„თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად“, – ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომელიც ამომრჩევლებს წალენჯიხაში შეხვდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, სანდრა რულოვსი წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

„წალენჯიხაში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენ აქ პირველ ტურშიც ძალიან კარგად გავიმარჯვეთ და მეორე ტურშიც ეჭვი არ მეპარება. არავინ არ უნდა დაიზაროს, იმიტომ რომ საქართველო უნდა წავიდეს წინ! ჩვენი ხალხი დგას მხნეთ და იცის, რომ ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს