სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები არჩეული და თქვენს წინაშე პასუხისმგებელი, თუმცა, რადგან ამირჩევთ, თქვენც იქნებით ჩემს წინაშე პასუხისმგებელი

წინ მივდივართ და წინსვლის ერთ-ერთი ძალიან დიდი ძალაა ქალები, ეს ბუნებრივიც არის. შვილი, შვილიშვილი როცა გყავს, წინ იყურები. ქალები არიან ჩართულები, ასეთია ბუნებრივი მოცემულობა და ისინი უფრო ზრუნავენ ამ შვილების მომავალზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ღინისძიებაზე განაცხადა სახელწოდებით „ქალები სამართლიანობისთვის“.

საპრეზიდენტო კანდიდატმა პოლიტიკაში ქალქების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქალები პოლიტიკაში ნაკლებად არიან. ამასთან, მისივე თქმით, ის იქნება არჩეული პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოების წინაშე იქნება პასუხისმგებელი.

„ახლა, განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვყოფილიყავი აქ ოჯახით და ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა არ წავსულიყავი ამ ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის თუ კვირის მერე ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ, ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შესაძლოა, ვერ გამებედა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბიჭი, რომ გეზრდება და ისმენს იმას, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ, ქალისთვის ძალიან ძნელია ამას გაუძლოს. თუმცა, ამავე დროს, მაქვს ძალიან დიდი იმედი. ჯერ ერთი, ჩემი შვილი, ამის მიუხედვად, ჩამოვიდა და ჩემთან ერთად აპირებს ბრძოლას. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ძალა. თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემთვის მაგალითი, ვიღაცამ ეს გზა უნდა გაიაროს. ჩემს ბევრ შეხვედრაზე მოდიოდნენ გოგონები მშობლებთან ერთად და როდესაც ვეკითხებოდი, შენ მომავალში იქნები თუ არა საქართველოს პრეზიდენტი-მეთქი? კიო- ასე მპასუხობდნენ. რა იქნება, არავინ იცის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იმ საქმეს შემდეგ, რასაც ერთად გავაკეთებთ, რომ ის პატარა გოგოები, როდესაც გაიზრდებიან, მართლაც გაივლიან ისეთ ევროპულ კამპანიას, რომელზეც მე ვოცნებობდი.

ცოტა დროში გაიწელა, თუმცა გადავდივართ ახალ ეპოქაში. რაც არ უნდა უკან იხედებოდნენ ვიღაცები და რაღაცნაირად ეცადონ წარსულში ჩაგვითრიონ , არ ჩავეთრევით. წინ მივდივართ და და წინსვლის ერთ-ერთი ძალიან დიდი ძალა არიან ქალები, ეს ბუნებრივიც არის. შვილი, შვილიშვილი როცა გყავს, შენ წინ იყურები. უფრო მეტად ქალები არიან ჩართულები, ასეთია ბუნებრივი მოცემულობა და ისინი უფრო ზრუნავენ ამ შვილების მომავალზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ის საზოგადოება, რომელიც ნელ-ნელა იქმნება არის ის, რომელიც ჩვენს შვილებს მისცემს სოლიდარობას, თავისუფლებას და სამართლიანობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამისთვის მოვდივარ მე. სხვა არაფერი მაინტერესებს. ჩემს თავს წარმოვიდგენდი, როგორც ბებია, ველოდები კიდევ, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი საქმე გასაკეთებელი ჩვენთვის, ყველასთვის ერთად. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, მე ვიქნები თქვენი არჩეული და თქვენს წინაშე პასუხისმგებელი. თუმცა, რადგანაც ამირჩევთ, თქვენც იქნებით ჩემს წინაშე პასუხისმგებელი. პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რაც გასაკეთებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს