საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინციდენტი სავოიაში მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ბლოკირებულ გზაზე გავლას ცდილობდა, როდესაც მას აქციის მონაწილეები წინ აღუდგნენ. მძღოლის განცხადებით, მას ბავშვი მიჰყავდა ექიმთან და შექმნილი სიტუაციის გამო დაიბნა, მოძრაობა გააგრძელა, რის შედეგადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასიკვდილოდ დაშავდა. ქალი მძღოლი პოლიციელებმა დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მასშტაბით საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ სოციალურ ქსელებში შეიქმნა. ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების ბლოკირებაა დაგეგმილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა