ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმერებთან გამართულ შეხვედრას მინისტრი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო და აგრარულ დარგში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში აგრარული დარგის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისთვის, 2012 წლიდან დღემდე, 15 ათასზე მეტი, ათეულობით მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. მათ შორის, ყველაზე მეტი მესაქონლეობის, მეცხვარეობის, მევენახეობის დარგებზე. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კახეთის რეგიონში გახსნილია 62 ახალი და გაფართოებულია 373 საწარმო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის გატარებული სისტემური ღონისძიებების პოზიტიური შედეგები დღეს უკვე სახეზეა. გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია 30 ახალი და გაფართოებული ღვინის 63 ძველი საწარმო, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია.

„2018 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წინასწარი პროგნოზით, წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდება. 2012 წლიდან დღემდე, მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 912 მლნ ლარს მიაღწია, აქედან, 300 მლნ 2018 წლის შემოსავლების ოდენობაა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 245 პროექტი ხორციელდება, ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერაა. პროგრამის ფარგლებში, 2, 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებულია და შენდება კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, თხილისა და ხურმის ბაღები.

2014 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების წილი 70%-ს (50% ვაზის შემთხვევაში) შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 6,230 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულია 45,828,450 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

რეგიონში ლაბორატორიულ მომსახურებას რვავე მუნიციპალიტეტს გურჯაანში არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ლაბორატორია უწევს. გურჯაანის ლაბორატორიაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, განახლებულია ინფრასტრუქტურა, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დანერგილია სურსათისა და წყლის კვლევები. ასევე, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ბრუცელოზის დიაგნოსტიკა.

სახელმწიფო პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, 12 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ მონაწილე კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ, რომ სარგებელი, ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.

2015-2016 წლებში ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, 30,6 ჰა ფართობზე აკაციის პლანტაციები გაშენდა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 54 პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14, 372 ჰექტარია, წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესებულია 1, 333 ჰექტარზე, მიწების დაშრობა განხორციელდა 5 724 ჰექტარზე“, –აცხადებენ სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს