გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტაქტორი ორგანიზაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშისროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

იხილეთ ვიდეო: გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო