თორნიკე რიჟვაძე "ოცნების" ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის  ოპოზიციაში წასვლაზე - მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც ჩვენს პარტიაში ფინანსური დარღვევები ჩაიდინა

ხულოში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარის ომარ მახარაძის თანამდებობიდან წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომარ მახარაძე პარტიიდან ფინანსური დარღვევის გამო სამი თვის წინ გაუშვეს.

„ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო სამი თვის წინ მოკვეთილი იქნა პარტიიდან. მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში და ეს გახდა მიზეზი მისი პარტიიდან მოკვეთის", -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები ადასტურებენ, რომ ხულოში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ომარ მახარაძე ოპოზიციას შეუერთდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო