სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლოს სარჩელით მიმართეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოს 14 ნოემბრის დადგენილების ბათილობა.

„ინტერპრესნიუსი“ ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ცესკოს 2018 წლის 14 ნოემბრის №53/2018დადგენილება) ბათილობა.

პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა