თამარ ტალიაშვილი –„ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულით დამძიმებული წარსული და არა ცვლილება

„ცვლილებები საჭიროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულით დამძიმებული წარსული და არა ცვლილება“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა სტუმრად მერაბ მეტრეველთან გადაცემაში „ბარიერი“.

„მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტები „უნიათოს“ ეძახიან, ევროპის ქვეყნები საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ საუბრობენ. მნიშვნელოვანი ზრდა-განვითარება საქართველოში ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ და ვამბობთ იმასაც, რომ ეს არ არის საკმარისი და ცვლილებები ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ ეს ცვლილებები არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არა საბჭოურ და ფაშისტური გადახრების მქონე ძალასთან ერთად, რომელმაც ჩაატარა 7 ნოემბერი, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო გააოცა წამების ახალი ინოვაციური მეთოდებით, გადაავსო ციხეები და ამ ციხეებში ხოცავდა ადამიანებს,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო