რუსთავის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დასანერგად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა რუსთავში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ.

ცენტრის დირექტორმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თაობების სწორი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვით აქტივობებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთ სახელმძღვანელოში თავმოყრილი გარემოსდაცვითი აქტივობები მათ გაცილებით გაუადვილებთ სწავლების პროცესს და მაქსიმალურად შეეცდებიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალის საკუთარ აღსაზრდელებთან გამოყენებას.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა