18 ნოემბერს, ლიეტუვის ქალაქ ნაისაის თეატრი სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ წარადგენს

18 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიეტუვის ქალაქ ნაისაის თეატრი სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიება ტარდება 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს მიერ ლიეტუვაში გამართული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში.

სამინისტროს განცხადებით, თეატრი ასევე უფასო სპექტაკლებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კერძოდ, სპექტაკლს უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და 20 ნოემბერს კი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ლიეტუვის მმართველი „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერის, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით იმართება. რამუნას კარბაუსკისი დაესწრება 18 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი,თბილისის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო