ლევან იზორია - დარწმუნებული ვარ, დევი ჭანკოტაძე შეცდომაშია შეყვანილი

დარწმუნებული ვარ, გენერალი დევი ჭანკოტაძე შეცდომაშია შეყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც იგი ოპოზიციონერთა და ზოგიერთი ყოფილი სამხედროს განცხადებას გამოეხმაურა.

იზორიას თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ჰააგის ტრიბუნალი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას შეეცდება, აბსოლუტური ტყუილია.

იზორია დარწმუნებულია, რომ ჭანკოტაძე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ როგორც ინსტრუმენტი არის გამოყენებული.

„ამას მოწმობს მისი განცხადება, კერძოდ, იმასთან დაკავშირები, რომ ჰააგის ტრიბუნალი, როგორც მან ბრძანა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას ეცდება, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჩვენ ვწუხვართ მის აქტიურობაზე. ის ბრძანებს, რომ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ყოფილი სამხედრო მომსამსახურე აქტიურობს. მოდით, გავმიჯნოთ პოლიტიკური ძალები და გავმიჯნოთ შეიარაღებული ძალები. პოლიტიკურ პროცესში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსიები. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ინტერესები წარმოვადგინოთ, ორგანიზებული, პარტიული სახით, მაგრამ როდესაც მიუკერძოებულობაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სახელმწიფო ინტერესისა და პარტიული ინტერესის გამიჯვნაზე. როდესაც ეს განცხადება ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეკლამის საფუძველი, ცხადია, ეს ზღვარი დარღვეულია. მე დარწმუნებული ვარ, ის შეცდომაშია შეყვანილი“, – დასძინა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ დევი ჭანკოტაძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, "საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი".

„საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს“, - აცხადებს ჭანკოტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო