ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა.

"სამნი ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე და მეზობლის ქალი.სწრაფად მომავალი მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა. ორი დავშავდით. მძღოლი გაიქცა", - განაცხადა დავით მელაძემ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

იხილეთ ვიდეო: "მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა" - ავარია ხელვაჩაურში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი - მძღოლი გაიქცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო