დავით ბაქრაძე - ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში უნდა იყვნენ და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ბაქრაძეს შეხვედრები ექნება აშშ-ის კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართულ დიასპორასთან ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესი მიდის. „ქვეყანა იმყოფება იმ ზღვარზე, როდესაც ქართული დემოკრატია კიდევ ერთხელ გადის დიდ გამოცდას და საქართველოში კიდევ ერთხელ მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სრულად იყვნენ საქმის კურსში, თუ რა ხდება საქართველოში და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ასე თვალნათლივ გამოჩნდა არჩევნების პირველ ტურში და რაც ხალხთან, ამომრჩევლებთან ერთად, ბოლომდე უდნა მივიყვანოთ მეორე ტურში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო