ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს, საქართველო დაასახელა, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში.

„ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებლებმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს. საერთო სულისკვეთებით, ასამბლეა მრავალჯერად ხაზს უსვას, რომ საქართველო საერთაშირისო მისიებში ჩართულობით რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია”,- განაცხადა სესიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა