სოფიო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით

საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა გატარებული რეფორმები. ანგარიშის ავტორმა და მომხსენებლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ხოლო საქართველოს მისწრაფება, რომ გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის მამოძრავებელი ძალა რეფორმების გატარებისთვის,- ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშს.

დეპუტატის თქმით, „ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე არის ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზეც კი უფრო დაბალი“.

„ანგარიშში აისახა დემოკრატიის და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ნათელია, რომ საქართველო ალიანსის წევრების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტიმული რომ გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით. ანგარიში, შავი ზღვის რეგიონში ადამანის უფლებების და დემოკრატიის გაძლიერება, მოამზადა გერმანიის დელეგაციის წევრმა, ულა შმიდტმა, რომელიც მიღებულ იქნა ჰალიფაქსში, კანადა“,- განაცხადა ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო