საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, რომლითაც ოპოზიცია საარჩევნო თარიღის შეცვლას ითხოვდა.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, შუა კვირაში კენჭისყრის პროცესის ჩანიშვნა, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავს, ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, მოსამართლემ არ ისურვა პასუხისმგებლობა აეღო და საარჩევნო კოდექსის მუხლები ისე განემარტა, რომ მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.

"სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ეყო ძალმოსილება, რომ პასუხისმგებლობა აეღო და განემარტა საარჩევნო კოდექსის მუხლები იმდაგვარად, რომ უზრუნველეყო ამომრჩევლისთვის საყოველთაო პრინციპის რეალიზება და ყველა ამომრჩეველს, როგორც საქართველოში მცხოვრებს, ასევე მის ფარგლებს გარეთ მისცემოდა საშუალება თავისუფალი ნება გამოევლინა თავისუფალ საარჩევნო გარემოში“,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიცია ზემდგომ ინსტანციებში.

იხილეთ ვიდეო: საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა