მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოჰყვა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის პირველ მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ გიორგაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. კლინიკის დირექტორის თქმით, გიორგაძეს გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა და მას ყველა შესაბამისი დახმარება გაეწია. "გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანეს პაციენტი მიხეილ გიორგაძე, გულმკერდის დახურული ტრავმით, რამე გართულება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არც რამე სახის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. ჩვენ არ მოგვითხოვია მისი თბილისში გადაყვანა. შესაძლოა, ეს საკუთარი ნებით მოხდა", - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

იხილეთ ვიდეო: 12 მოტეხილი ნეკნით, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს