გრიგოლ ვაშაძე - მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც მოვალეთა შავ სიაშია და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, ვალდებულებები უნდა ჩამოაწეროს და  მათი დავალიანებები თავად შეისყიდოს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამნისტია უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.

„საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან უკიდურესად მძიმე სიტუაციაში. ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეები ალბათ არასდროს ყოფილან. ყოველი მეორე ქართველი არის დაყადაღებული ვალებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეულნი. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა. კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მოახდინოს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი; მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს კანონი ამ დღემდე ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ. მივმართავ ეროვნულ ბანკს, მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების გადაქცევა მევახშეობიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად. ეს თუ არ გაკეთდა, მოქალაქეებთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ეკონომიკა, ჩამოგვექცევა თავზე და ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა