დალია გრიბაუსკაიტე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ლატვიაში ვერ გაემგზავრა

ლიეტუვას დელეგაცია, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, ლატვიაში ვერ გაფრინდა და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის მილოცვა ვილნიუსის აეროპორტიდან მოუწია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, ამის მიზეზი იმ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია რიგაში უნდა გამგზავრებულიყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვას დელეგაციას თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მათი აეროპორტში მისვლის დროს აცნობეს. დალია გრიბაუსკაიტეს ლატვიაში სხვადასხვა ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია