კახა კალაძე - ე.წ. საბანკო „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა აცხადებს მასშტაბურ გადაწყვეტილებას, რამაც „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩააგდო და კლოუნადა მოაწყო

ხვალ პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კახა კალაძემ მის ამ განცხადებას კლოუნადა უწოდა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის დასაძლევად „ქართული ოცნება“ და პრემიერი მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა.

„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დასაძლევად და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მომავალშიც მოაგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები.

იხილეთ ვიდეო: 19 ნოემბერს მთავრობა ე.წ. საბანკო "შავი სიის" პრობლემის მოსაგვარებლად მასშტაბურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ