გოგლა ჟვანია - არ უნდათ გახმაურებული მკვლელობის გამოძიება და ყველაფრისთვის წერტილის დასმა - ურჩევნიათ, ეს ყველაფერი დაკიდებულ მდგომარეობაში იყოს

არ უნდათ გახმაურებული მკვლელობის გამოძიება და ყველაფრისთვის წერტილის დასმა - ურჩევნიათ, ეს ყველაფერი დაკიდებულ მდგომარეობაში იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს.

როგორც ჟვანიამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესში “მუდმივად მიდის რაღაც ექსპერტიზები“. მისივე შეფასებით, “ექსპერტიზები არა საქმის წინ წასაწევად, არამედ დროის გაჭიანურების მიზნით კეთდება“.

“ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მისი სახით პროკურატურა სირაქლემას პოზიციაში დგომას აგრძელებს. თავი ჩარგული აქვთ მიწაში და რეალობის დანახვა არ უნდათ. არ უნდათ ამ გახმაურებული მკვლელობის გამოძიება და ყველაფრისთვის წერტილის დასმა - ურჩევნიათ, ეს ყველაფერი დაკიდებულ მდგომარეობაში იყოს. დაგვიძახებენ ხოლმე ჭირისუფლებს, გაგვიღიმებენ, რაღაცეებს დაგვპირდებიან, რაღაც იმედს ჩაგვისახავენ და სინამდვილეში, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ დრო გაიყვანონ და რეალური საქმე არ გაკეთდეს. რომ გაიხედავ, აღმოაჩენ, რომ უკვე წლებია გასული და რეალურად არაფერია გაკეთებული“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უკვე შეხვდა და მასთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ისევ ელის. “მაქვს მოლოდინი, რომ საქმე გააქტიურდება. ისე, როგორც ახლა მიმდინარეობს, ეს ცალსახად მიუღებელია და ბუნებრივია, არ ვაპირებ, ამას შევეგუო და ასე მშვიდად ვუყურო“, - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ჟვანიამ დღეს გურამ შარაძის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მელიქიშვილის გამზირზე, შარაძის მკვლელობის ადგილას გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია