ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მალხაზ კობაურის საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას მოითხოვენ

ხადას ხეობაში მომხდარ ფაქტზე, მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს. მისი თქმით, პროკურატურამ ბრალდებულს ისე დაუმძიმა ბრალი, რომ არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები. ადვოკატი დანაშაულის ჩადენის მოტივთან მიმართებაში, პროკურატურის მხრიდან დაუსაბუთებელ ვითარებაზე საუბრობს.

"პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის ჩადენის მოტივი. თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა," - აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით კი, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის განცხადება, თითქოს „გარდაცვლილის გვამი ბრალდებულმა ზურგით ატარა ან მდინარის საშუალებით გადაადგილა“, გამოირიცხება.

"ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მდინარემ უფრო ნაკლები სიმძიმის ტვირთი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე გადააადგილა, არათუ კილომეტრებზე, რაც ბრალის ფორმულირებაშია. ამასთან, შეუძლებელი აღმოჩნდა ზურგით გარდაცვლილი მამაკაცის სიმძიმის ტვირთის გადაადგილებაც დიდ მანძილზე. ჩვენ ეს ყველაფერი მტკიცებულებად გვაქვს საქმეში," - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა