ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოსა და უკრაინისათვის  MAP-ი უნდა მიგვეცა, ეს არ გავაკეთეთ და ამით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს

მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, პუტინმა ჩათვალა, რომ შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს.

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე MAP-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი“, - განაცხადა რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო: რასმუსენი - საქართველოსა და უკრაინისათვის მაპ-ი უნდა მიგვეცა, ეს არ გავაკეთეთ და ამით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს