ანდერს ფოგ რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას და გავიაზრე, რომ რუსეთი არა პარტნიორი, არამედ მოწინააღმდეგეა

დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას, ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, დღეს ალიანსმა გაიაზრა, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა.

„2009 წელს ვფიქრობდით, რომ შევძლებდით, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვექცია. 2010 წელს ნატო-რუსეთის სამიტი ჩავატარეთ, სადაც გადავწყვიტეთ, სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატზე გვემუშავა, მაგრამ დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს“, - განაცხადა რასმუსენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო